ვახტან გომელაური: დესტაბილიზაციის შესახებ ინფორმაციები ახლაც არის, თუმცა შსს ამას არ დაუშვებს

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის თქმით, ყოფილ მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ „საბურავების თემაზე“ გაკეთებული განცხადება ოპერატიული ინფორმაცია იყო და ახლაც არის მსგავსი ინფორმაციები, თუმცა, სამინისტრო ქვეყანაში დესტაბილიზაციას არ დაუშვებს.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განცხადებებით საზოგადოებას აღიზიანებს.
“როცა ალექსანდრე ჭიკაიძემ ეს განცხადება გააკეთა, რა თქმა უნდა, იყო ოპერატიული ინფორმაცია, ახლაც არის ინფორმაციები, მაგრამ ამას არ დავუშვებთ, ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდება, ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა, რათა შემოვიდეს ინვესტიციები, ახლა გახლდით რიგაში ვიზიტად, ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები მქონდა, შევხვდი ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებს და ისინი გვიცხადებენ დიდ მხარდაჭერას. ჩვენ არ დავუშვებთ ქვეყანაში დესტაბილიზაციას, რადგან ეს იქნება ჩვენი ქვეყნის სერიოზული უკან დახევა. ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვევს იმ მონაპოვარის დაკარგვას, რასაც ჰქვია ევროკავშირისკენ სწრაფვა.
„ნაცმოძრაობა“ თავის განცხადებებით ხალხს აღიზიანებს, ჯერ იყო, შემოდგომაზე მოდიოდნენ, ახლა გაზაფხულზე გადაიტანეს, ზაფხულში ისვენებენ და მერე იტყვიან, შემოდგომაზე მოვდივართო და ა.შ. რა თქმა უნდა, მათ ბევრი რაღაცის გაფუჭება უნდათ, სამწუხაროდ, ქვეყანაზე არ ფიქრობენ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები