კბილის რომელი ბჟენები და პროთეზები იწვევს უშვილობასა და გულის სერიოზულ პრობლემებს?

კბილის რომელი ბჟენები და პროთეზები იწვევს უშვილობასა და გულის სერიოზულ პრობლემებს ?- ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ „პაციენტთა და მომხმარებელთა ასოციაციის თავმჯდომარესთან “ ნანა სანაიასთან ინტერვიუს აქვეყნებს.
მისი თქმით, კბილის ბჟენის მასალად ფართოდ გამოიყენებოდა ყველაზე იაფიანი და დაბალი ხარისხის კბილის საბჟენი მასალა ამალგამა.
მისვე განცხადებით, მასალა ვერცხლის წყალს შეიცავს, რაც ტოქსიკურია.
როგორც სანაია ინტერვიუში ამბობს, მედიცინის საერთაშორისო აკადემიისა და ტოქსიკოლოგების დასკვნით აღმოჩნდა, რომ ამ ამალგმას ხანგრძლივ გამოყენებას (მუდმივის „პლომბი“ შეუძლია, საფრთხე შეუქმნას პაციენტის ჯანმრთელობას.
„რამდენიმე ზოგად რჩევას მივცემ იმ პაციენტებს, რომლებიც სტომატოლოგიურ კაბინეტებს მიმართავენ: მკურნალობის პროცესი უნდა იწყებოდეს სტომატოლოგიური კაბინეტის დათვალიერებით და სტომატოლოგთან კონსულტაციით. როცა კაბინეტში შედიხართ, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება კაბინეტისა და, ასევე, მედპერსონალის სისუფთავეს და აუცილებელია, რომ ექიმსაც და მის დამხმარესაც ხელზე ეცვათ ერთჯერადი რეზინის ხელთათმანი.უნდა იცოდეთ, რომ ინსტრუმენტის სტერილიზაცია ყველაზე უმნიშვნელოვანესია სტომატოლოგიური მანიპულაციის დაწყებაში. სტერილიზაციისთვის განკუთვნილია სპეციალური ადგილი და, ასევე , უნდა იცოდეთ შემდეგი რამ: ზოგადად, მეტალის ყველა ინსტრუმენტი ექვემდებარება სტერილიზაციას. ერთჯერადი ბორები არ არსებობს, ყველა მეტალისაა და ასევე ყველა ექვემდებარებდა სტერილიზაციას, მაგრამ თუ ბორებს ერთჯერადად გამოიყენებენ, ეს კლინიკამ უნდა გადაწყვიტოს.
ახლა გეტყვით, რა არის სტომატოლოგიაში ერთჯერადი და თქვენ მიაქციეთ ყურადღება: ესაა შპრიცი და ის ექიმმა თქვენს თვალწინ უნდა გახსნას აუცილებლად. გეტყვით, რა უნდა იცოდეთ კბილის დაბჟენისა და პროთეზირების შემთხვევაში, მანამდე კი ჯერ ფასებს შევეხები. ბაზარი თვითრეგულირებადია და ამიტომ ფასს ხელოვნურად ვერ დაარეგულირებ, თუმცა აქ მასალის ხარისხს უნდა შევეხო.
როგორც გაირკვა, სტომატოლოგიური კლინიკები, ძირითადად, ჩინური წარმოების დაბალხარისხიანი მასალით მარაგდებიან, რაც უიაფესი ჯდება. მოვიძიე და გავარკვიე, რომ საშუალო ფასის მეტალოკერამიკა ჯდება 20 ლარი. ამას ემატება მომსახურების 40%, რაც სჭირდება კბილის დამუშავებას და მთლიანობაში ასეთი კბილი ბოლოს ადის 40 ლარამდე. ჩინური ზუსტად იგივე მასალის ფასი კი მიახლოებით ორი ლარია. ცნობილია, რომ ხშირად სტომატოლოგები სწორედ ჩინური წარმოების იაფფასიანი მასალით სარგებლობენ და, თუ თქვენი ნაცნობი სტომატოლოგი გეტყვით, რომ უფასოდ ან ძალიან იაფად გაგიკეთებთ გვირგვინს, არ წამოეგოთ ამას, რადგანაც მას ამის მასალა კაპიკები უჯდება და ცოტა ხანში უხარისხო კბილი გექნებათ, კონკრეტულად საუბარია საბჟენ მასალაზე, გვირგვინსა და პროთეზზე. კბილის ბჟენის მასალად ფართოდ გამოიყენებდა ამალგამა, ყველაზე იაფიანი და დაბალი ხარისხის კბილის საბჟენი მასალა, თუმცა დღეს ის შედარებით მცირე რაოდენობითაა. მაგრამ, როცა სტომატოლოგთან მიდიხართ, აუცილებლად იკითხეთ, რა მასალას გამოიყენებს თქვენთან მიმართებში, ამალგამა შეიცავს ვერცხლის წყალს, რაც ტოქსიკურია და უნდა ვთქვა, რომ ყველა ზრდასრულ ადამიანს, რომელსაც კბილი აქვს დაბჟენილი, აუცილებლად ექნებოდათ მასთან შეხება. მას ასევე იყენებდნენ ფესვების ამოსავსებადაც. მედიცინის საერთაშორისო აკადემიისა და ტოქსიკოლოგების დასკვნით კი, აღმოჩნდა, რომ ამ ამალგმას ხანგრძლივ გამოყენებას (მუდმივის “პლომბი“) შეუძლია, საფრთხე შეუქმნას პაციენტის ჯანმრთელობას, ამის დასტურად გეტყვით, რომ ამალგამას შემადგენლობაში შედის 50% ვერცხლის წყალი, ასევე, ლითონითა დანამატები და კალის შენადნობი. ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა ტემპერატურის მატებისას, როცა ცხელ საკვებს ვიღებთ, ვერცხლისწყალთან ხანგრძლივი შეხება კი, საბოლოო ჯამში, იწვევს გულის პრობლემებს, გონებრივ მუშაობაზე ახდენს გავლენას და, ასევე, უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ნაყოფიერებაზე. ვიმეორებ, როცა სტომატოგთან მივალთ, აუცილებელია , ვიცოდეთ რა სახის „პლომბს“ ვიყენებთ. ამალგამა აკრძალულია დანიაში , შვეიცარიასა და ნორვეგიაში უკვე დიდი ხანია“,- განაცხადა ნანა სანაიამ „კვირის ქრონიკასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები