სულხან მოლაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება?!

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი შესაძლოა, პოლიტიკაში დაბრუნდეს. გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას მოლაშვილი აცხადებს, რომ მზად არის ნებისმიერ იმ პოლიტკურ ძალას დაუდგეს გვერდში, რომელსაც ეროვნული და მართლმადიდებლური ინტერესები აქვს.
„სადაც ჩემი ქვეყნის ინტერესები მოითხოვს, იქ შევიტან ჩემს წვლილს. ბუნებით მე არ ვარ პარტიული ადამიანი, არასდროს ვყოფილვარ პარტიის წევრი, მაგრამ ნებისმიერ იმ პარტიასთან ვითანამშრომლებ, ვისაც ეროვნული ორიენტაცია და მართლმადიდებლური ინტერესები ექნება“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში მოლაშვილი.
გახდება თუ არა მისი პოლიტიკური პარტნიორი ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც სწორედ ეროვნულ-მართლმადიდებლურ თემებზე აპელირებს, მოლაშვილი პასუხობს:
„ლევანი ძალიან ბევრ და სასიკეთო საქმეს აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის. ვინც ანალოგიურად აზროვნებს, ყველამ მიგულოს მის გვერდით ერთ რიგით ჯარისკაცად“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები