რისი შიში გაუჩნდა ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს? – სკანდალური საექსპერტო დასკვნის ავტორი ალაპარაკდა

რისი შიში გაუჩნდა ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს? – სკანდალური საექსპერტო დასკვნის ავტორი ალაპარაკდა, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს.
დამოუკიდებლი ექსპერტის მაია ნიკოლეიშვილის აზრით, ყარაფილაში იური ვაზაგაშვილის აფეთქება უკავშირდება მის გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე გამოქვეყნებულ დასკვნის შინაარსს და უკრაინიდან სკანდალური მოწმის ალაპარაკების გადაწყვეტილებას.
„ჩემი ღრმა რწმენით, ამას უკავშირდებოდა, ვინაიდან სწორედ ამით იური ვაზაგაშვილი ხდებოდა სამართლიანობისთვის მებრძოლ სიმბოლოდ. სწორედ ეს სიმბოლო ააფეთქეს. შესაძლოა, ეს სულაც არ შედიოდა იმ ადამიანთა გეგმებში, ვის გვარებსაც ღიად აცხადებდა აწ უკვე გარდაცვლილი. თუმცა, მეორე მხრივ, ზურა ვაზაგაშვილის საქმის გახსნას შესაძლოა, ისეთი ჯაჭვური რეაქცია მოჰყოლოდა, რომ ეს ჯაჭვი ძალიან შორს და ზევითაც ასულიყო… საქმის მასალებით გამოძიება წელშია გამართული იმისთვის, რომ სისტემური დანაშაული გამოიკვეთოს. ძალიან შორს ვარ იმ აზრიდან, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობა უშუალოდ ვანო მერაბიშვილის მიერ გაცემული დავალება იყო. მინისტრები ასეთ დავალებებს არ იძლევიან. თუმცა თვითონ სპეცოპერაციის ჩატარების ასეთი წესი, რომელიც ძალიან ჰგავდა სხვებისთვისაც გასათვალისწინებელ სადამსჯელო ოპერაციას, მით უმეტეს, რომ მოხდა ახლო მანძილიდან პირის ლიკვიდაცია, იძლევა იმის პერსპექტივას, რომ სახეზე მივიღოთ სისტემური დანაშაულის სრული სურათი“, – ამბობს ნიკოლეიშვილი.
მისივე აზრით, ვაზაგაშვილის აფეთქების დამკვეთი საქართველოს გარეთაა.
ჩემი სუბიექტური აზრით, იური ვაზაგაშვილის აფეთქების დამკვეთი საქართველოს გარეთაა. ის არის იმ ცხელი თავების წარმომადგენელი, რომელიც გამუდმებით იმის ფიქრშია, როგორ დაღუპოს ქვეყანა. ბასტილიის აღებამ გამოიწვია რევოლუცია. ეს აფეთქებაც გათვლილი იყო საზოგადოების დაშინებასა და გარკვეული პროცესების დაწყებაზე. ადამიანს, რომელიც ტელეეთერებით ბოლო ხანს პოლიციის მუნდირით გვევლინებოდა, დარწმუნებული ვარ, რომ საკუთარი თავის გასაძლიერებლად სჭირდებოდა, ვინაიდან ჩვენთვისაც ცხადია, რომ ის იური ვაზაგაშვილის აფეთქებით ბოლომდე გაიწირა და მანაც კარგად იცის ეს“, – აცხადებს დამოუკიდებელი ექსპერტი.
მისვე თქმით, ვზაგაშვილის აფეთქება არის „დამაშინებელი აქტი გაფრთხილებით – გამარჯვებამდე შეიძლება მიხვიდე, მაგრამ…“
„კარგად ვიცით, რომ ხელისუფლებას, რომელსაც წლების განმავლობაში ჰყავდა ხალხი ტერორში, ისევ უნდა დაბრუნება. ეს ანონსები, მოსალოდნელი მორიგი აფეთქების შესახებ, სწორედ იმ შიშის გამოძახილია, რომელმაც საზოგადოებაში გაიღვიძა. იმ ტოტალური შიშის, რომელიც ხალხში ორი წლის წინათ არსებობდა და მათ შორის მეც მქონდა“, – აღნიშნავს ნოკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები