შალვა ხაჭაპურიძე არ გამორიცხავს, რომ ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილის მიმართაც განხორციელდეს!

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ძალოვან სტრუქტურებში სერიოზული წმენდა უნდა ჩატარდეს და ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის დროს დანაშაულებთან იყვნენ დაკავშირებულნი, თანამდებობებს ჩამოშორდნენ – ამის შესახებ ადვოკატი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
„ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლე საფრთხეშია. ძალოვან სტრუქტურებში ჩაბრუნებულები არიან გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ინტენსიურად ეწევიან საბოტაჟს და მათი საბოლოო მიზანი ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციაა. ყველამ ვნახეთ, როგორ მძაფრად განიცადა ბიძინა ივანიშვილმა იური ვაზაგაშვილის სიკვდილი – პანაშვიდზე მოსულს ცრემლებიც კი წამოუვიდა და ეს იმითაც იყო განპირობებული, რომ ბატონმა ბიძინამ კარგად გააცნობიერა ის საფრთხე, რაც თავად მას ემუქრება! დიახ, არაა გამორიცხული, ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილის მიმართაც განხორციელდეს! ამიტომაც, ძალოვან სტრუქტურებში სერიოზული წმენდა უნდა ჩატარდეს და ყველა ის ადამიანი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს სისხლიან დანაშაულებთან იყო დაკავშირებული, თანამდებობებს უნდა ჩამოსცილდეს“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები