“გენინსპექცია იძიებს, როგორ აღმოჩნდა პატრულისა და ეკა ყუშიტაშვილის ვიდეო „ნაცმოძრაობის“ ხელში”

გენერალური ინსპექცია იძიებს, თუ როგორ აღმოჩნდა ეს ჩანაწერი „ნაცმოძრაობის“ ხელში, უწყებიდან ვინ გაიტანა ჩანაწერი – ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ იმ ვიდეოზე საუბრისას განაცხადა, რომელზეც სამართალდამცველსა და მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილს შორის გამართული საუბარია აღბეჭდილი.
„ეს ჩანაწერი არ უნდა მოხვედრილიყო არც ოპოზიციის და არც პოზიციის ხელში. ამ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება, პატრულის კამერა მოქალაქესთან საუბარს იღებს პრევენციის მიზნით, რომ პრეტენზიის შემთხვევაში, მოქალაქეს ჩანაწერი აჩვენონ. გენერალური ინსპექცია იძიებს, თუ როგორ აღმოჩნდა ეს ჩანაწერი „ნაცმოძრაობის“ ხელში, უწყებიდან ვინ გაიტანა ჩანაწერი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები