ჩრდილო კორეის ლიდერი ბირთვული ომისთვის მზად არის
ჩრდილო კორეის ლიდერი კიმ ჩეინი, ამერიკის პრეზიდენტს ბარაკ ობამას ლუზერს და მატყუარას უწოდებს, დიალოგის შესაძლებლობას გამორიცხავს და აცხადებს, რომ, თუ საჭირო გახდა, ჩრდილოეთ კორეა ბირთვული ომისთვისაც მზად იქნება.
„ჩვენ ნებისიმიერი ტიპის ომისთვის მზად ვართ. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ომი, სადაც ჩვეულებრივი საბრძოლო იარაღს გამოვიყენებთ თუ ომის სადაც, ბირთვული იარაღი გვექნება“, – განაცხადა ჩეინმა.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილო კორეის ლიდერის ასეთი კრიტიკული განცხადება აშს-ს პრეზიდენტის ბარაქ ობამას გამოსვლას მოყვა, სადა ის ამბობდა, რომ ჩრდილო კორეის ტოტალიტარული რეჟიმი, უახლოეს მომავალში დაიშლებოდა.