აშშ-მ ჩრდილო კორეაში ოფიციალურ ვიზიტზე უარი განაცხადა
აშშ-მ ჩრდილო კორეაში ოფიციალურ ვიზიტზე უარი განაცხადა. როგორც საინფორმაციო საშუალება „სი-ენ-ენი“ იუწყება, ჩრდილო კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამერიკაში იგივე უწყებაში მომუშავე, კორეული წარმომავლობის მაღალცინოსანს მოწვევა გაუგზავნა, თუმცა ეს უკანასკნელი ოფიციალურ ვიზიტზე არ დათანხმდა და ჩრდილო კორეას გამგზავრებაზე უარი განუცხადა.
„ამერიკისთვის ეს სამარცხვინო საქციელია. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში,რომ აშშ-ს ჩრდილო კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობები არ სურს,“ – აცხადებენ კორეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.