მინსკში სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის მოლაპარაკება დასრულდა
დონბასში სიტუაციის დარეგულირების მიზნით მინსკში სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის (რუსეთი-უკრაინა-OSCE) მოლაპარაკება დასრულდა.
შეხვედრა, რომელიც სამ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა, ბელორუსიის დედაქალაქში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
შეხვედრაში უკრაინის ექსპრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა, უკრაინაში რუსეთის ელჩი მიხეილ ზურაბოვი, OSCE-ს ხელმძღვანელის სპეციალური წარმომადგენელი ჰაიდი ტალიავინი, ასევე ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ წარმომადგნელები მონაწილეობდნენ.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამმხრივმა საკონტაქტო ჯგუფმა დონბასში სიტუაციის დასარეგულირებლად სპეციალური დოკუმენტი შეიმუშავა.
წყარო: tvi.ua