„ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ მსახიობები ეკრანსა და რეალურ ცხოვრებაში (ფოტოკოლაჟი)
პოპულარული ამერიკული სერიალი „ამერიკული საშინელებათა ისტორია“ 2011 წელს ტელეარხ „FX“-სთვის ხუთ სეზონად შეიქმნა. სერიალის შემქნელებმა დიდი შრომა გასწიეს და მსახიობების გარეგნობის გარდასახვა შესანიშნავად მოახერხეს.
ნაომი გროსმანმა სერიალის 2-ე და 4-ე სეზონებში პეპერის როლი შეასრულა.
ბენჯამენ ვულფმა 4-ე სეზონში მიპის როლი მოირგო. გარდა ამისა, ვულფმა სერიალის პირველ სეზონში ეპიზოდური როლი შეასრულა.
ჯონ კეროლ ლინჩმა კლოუნ ტვისტის როლი მეოთხე სეზონში ითამაშა.
სარა პოლსონმა სიამის ტყუპები ბეტ და დოტ ტეტლერები მეოთხე სეზონში განასახიერა.
დენის ო’ჰარა მძიმე დამწვრობის მქონე ლარი ჰარვის პირველ სეზონში ასახიერებდა.
ანჟელა ბასეტმა სამ ბიუსტიანი პერსონაჟის დეზირე დიუპრის როლი მეოთხე სეზონში ითამაშა.
მსახიობი უეს ბენტლი ედვარდ მორდრეიკის როლს მეოთხე სეზონში თამაშობდა.
იოტი ამგე როგორც მსოფლიოში ყველაზე დაბალი ქალი გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი. მისი სიმაღლე 62,8 სანტიმეტრს, ხოლო წონა 5,2 კილოგრამს შეადგენს. სერიალის მეოთხე სეზონში მან მა პეტიტის როლი განასახიერა.