სიცილიელი მოსამართლე იტალიის პრეზიდენტად აირჩიეს


იტალიის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, 71 წლის სერჯიო მატარელა ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
მატარელა იტალიის პარლამენტმა კენჭისყრის მეოთხე რაუნდში, უბრალო უმრავლესობით აირჩია.
წინა სამი რაუნდი პარლამენტარებს შორის აზრთა სხვადასხვაობის გამო წაურმატებლად დასრულდა. მეოთხე რაუნდში მატარელამ ხმების უმრავლესობა 505 ხმა დააგროვა და იტალიის პრეზიდენტი გახდა.
მისი წინამორბედი 89 წლის ჯორჯო ნაპოლიტანო 14 იანვარს ჯანმრთელობის მდგომარეობსი გამო თანამდებობიდან გადადგა.
იტალიის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს ქვეყნის პარლამენტი ხმების ორი მესამიდით ირჩევს. იმ შემთხვევაში თუ პირველი სამი რაუნდი გამარჯვებულს ვერ გამოავლენს, მეოთხე რაუნდში გამარჯვებულად ხმების ნებისმიერი უმრავლესობის მქონე კანდიდატი გამოცხადდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები