მინსკში უკრაინის საკითხზე მომუშავე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს

მინსკში უკრაინაში განვითარებული მოვლენების საკითხებზე მომუშავე სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. ბელორუსიის დედაქალაქში უკრაინის ექსპრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა, უკრაინაში რუსეთის ელჩი მიხეილ ზურაბოვი, ეუთოს თავმჯდომარის სპეცწარმომადგენელი ჰაიდი ტალიავინი, ასევე „დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ წარმომადგენლები – დენის პუშილინი და ვლადისლავ დეინეგო ჩავიდნენ.
მანამდე,  გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა სპეციალურად დამუშავებულ დოკუმენტს უნდა მოაწერონ ხელი, რომელშიც უკრაინაში ვითარების მოსაგვარებლად სავალდებულო ნაბიჯებია გაწერილი. დოკუმენტში ცეცხლის შეწყვეტაზე და დონბასიდან მძიმე შეიარაღების გაყვანაზეა საუბარი. დოკუმენტს ხელი, სავარაუდოდ, დღეს მოეწერება.
შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო საკონტაქტო ჯგუფის წევრებს – ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის სერბეთის სპეციალურ წარმომადგენელს ჰაიდი ტალიავინის, უკრაინის წარმომადგენელს ლეონიდ კუჩმას და რუსეთის წარმომადგენელს, უკრაინაში რუსეთის ელჩს მიხეილ ზურაბოვს შეხვდა. მხარეებმა მოლაპარაკებები დონეცკის და ლუგანსკის ოლქში დაძაბული ვითარების განმუხტვის მიზნით გამართეს. საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტის სავალდებულო შეთანხმება და, მინსკის შეთანხმებების თანახმად, დონბასში შეხების წერტილიდან მძიმე შეიარაღების გაყვანა.

10953894_914476511925921_2077162990_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები