მოსკოვში „ინიონის“ ბიბლიოთეკა იწვის

მოსკოვში საზოგადოებრივ მეცნიერებათა სამეცნიერო ინფორმაციის აკადემიური ინსტიტუტი („ინიონი“) იწვის. ხანძარი უკვე 14 საათის განმავლობაში გრძელდება. გავრცელებული მონაცემებით, ხანძარს 60 ჯგუფი – 200-ზე მეტი ადამიანი აქრობს. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი შესაძლოა, მოკლე ჩართვა იყოს.
ცნობისთვის, „ინიონი“ სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროში რუსეთში უმსხვილესი სამეცნიერო საინფორმაციო ცენტრია. მისი ბიბლიოთეკა 14,2 მილიონი ეგზემპლარის უძველეს, თანამედროვე აღმოსავლურ, ევროპულ და რუსულ ენებზე გამოქვეყნებულ წიგნს ითვლის. მათ შორისაა XVI – XX საუკუნის იშვიათი გამოცემები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები