გაერო „ბოკო ჰარამთან“ საბრძოლველად სპეციალური ძალების შექმნას მხარს უჭერს

გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი აფრიკის კავშირის მიერ ისლამურ დაჯგუფება „ბოკო ჰარამთან“ საბრძოლველად სპეციალური ძალების შექმნის გადაწყვეტილებას მიესალმება. შეგახსენებთ, რომ „ბოკო ჰარამთან“ საბრძოლველად ნიგერიაში 7500 სამხედრო უნდა შეკრიბონ. ბრძოლაში 5 ქვეყნის სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას. შესაბამისი გადაწყვეტილება აფრიკის კავშირის სამიტზე იყო მიღებული.
ცნობისთვის, ბოლო ათწლეულის განმავლობაში „ბოკო ჰარამმა“ ნიგერიაში ბევრი თავდასხმა განახორციელა. ორგანიზაციის მიზანი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შარიათის დაწესება და ცხოვრების დასავლური წესის აღმოფხვრაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები