რომნიმ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა
რესპუბლიკელმა მით რომნიმ განაცხადა, რომ აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. ამ ინფორმაციას „The New York Times“-ი ავრცელებს.
„მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დაფიქრების შემდეგ გადავწყვიტე, სხვა პარტიული ლიდერებისთვის შანსის მიცემა – გახდნენ ჩვენი შემდეგი კანდიდატი ყველაზე საუკეთესო იქნება”, – განაცხადა რომნიმ თავისი გადაწყვეტილების კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ რომნი 2008 და 2012 წლების არჩევნებისას საპრეზიდენტო კანდიდატი გახლდათ. პირველი შემთხვევისას მან თავისი კანდიდატურა რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინის სასარგებლოდ მოხსნა, ხოლო მეორე არჩევნებში ბარაკ ობამასთან დამარცხდა.