“სადახლოს საბაჟოზე” მედიკამენტის უკანონო შემოტანის მცდელობა დაფიქსირდა
საბაჟო – გამშვებ პუნქტზე “სადახლო საავტომობილო” მედიკამენტის უკანონო შემოტანის მცდელობა დაფიქსირდა. როგორც “კვირას” შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის უკანონო შემოტანა 29 იანვარს ბულგარეთის მოქალაქე ი.ი.ს.-მ სცადა.
“მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო – გამშვები პუნქტის “სადახლო საავტომობილოს” ტერიტორიაზე, დათვალიერების შემდეგ, მგზავრის ავტომანქანაში აღმოაჩინეს მედიკამენტი Paracofdal-ი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ ნივთიერება “კოდეინს”. მედიკამენტის საერთო რაოდენობამ 32 აბი შეადგინა”, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
სამსახურის ინფორმაციით, საქმე შემდგომი რეაგირებისათვის შსს საპატრულო პოლიციის ქვემო ქართლის რუსთავის განყოფილებას გადაეცა.