საქართველოში აშშ-ს მიერ ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავეს

შსს-ს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 2011 წლის 13 სექტემბრიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ალირეზა ალ საზეგარი დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, ალირეზა ალ საზეგარს ბრალად ედება ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატის სისხლის სამართლის კოდექსის 273.5 (ა) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის ცემას, რამაც გამოიწვია სხეულის დაზიანება, გატაცებას, დამამძიმებელ გარემოებებში თავდასხმას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას იძულებით და/ან მოტყუებით, მოწმისათვის დანაშაულის გამჟღავნების ხელის აღებას.
ამჟამად ალირეზა ალ საზეგარი დაკავებულია და მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები