მექსიკაში ბავშვთა საავადმყოფოს აფეთქების შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა

მექსიკაში, ბავშვთა საავადმყოფოსთან მომხდარი აფეთქების შედეგად, 7 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც საინფორმაციო სააგენტო “სი-ენ-ენი“ იუწყება, დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაშავებულთა რაოდენობამ 60 აღწევს, მათ შორის 25 მცირეწლოვანია.
ადგილობრივი მთავრობა არ გამორიცხავს, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. სამაშველო სამსახური ნანგრევებში სამძებრო სამუშაოებს აწარმოებს. მათი განცხადებით, სრულებით შესაძლებელია, რომ ნანგრევებში მათ სხვა დაშავებული ადამიანებიც იპოვონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები