ლევან ბერძენიშვილის ლექცია გაიმართება

პროექტის „ილიაუნის მწერალი“ ფარგლებში გრძელდება ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციების სერია, სახელწოდებით: „როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით“.
2 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ლევან ბერძენიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ვერგილიუსის „ენეიდა“ – დასავლური ლიტერატურის ახალი თავგადასავალი“.
ლევან ბერძენიშვილი განიხილავს შემდეგ თემებს: ჰომეროსი – ვერგილიუსის მთავარი ლიტერატურული წინაპარი; სხვა წინაპრები – ენიუსი, აპოლონიოს როდოსელი; „ილიადა“ და „ოდისეა“ „ენეიდაში“; სიახლე ეპიკურ ლიტერატურაში: ფსიქოლოგიზმი; სიყვარული, როგორც პოემის ძრავა; ავგუსტუსის როლი და პოლიტიკა პოეზიაში; ვერგილიუსი დანტესთან.
დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები