თბილისში “ლიბერთი ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს
თბილისში, თემქის მესამე მიკრორაიონში “ლიბერთი ბანკის” ოფისი დააყაჩაღეს. თვითმხილველების განცხადებით, ეჭვმიტანილები ბანკში იმ დროს შევიდნენ, როდესაც თანამშრომლები ახალი მისულები იყვნენ. წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელები ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულები. ამ დროისთვის უცნობია, რა რაოდენობის თანხაა წაღებული.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.