ორგანიზაცია „პოზიცია“ მუსულმანთა აქციას – „არა ტერორიზმს“ შეუერთდა

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ მუსულმანთა აქციას -„არა ტერორიზმს” შეუერთდა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ისინი გმობენ ყველა იმ ქმედებას, რაც რალიგიური ტერორიზმის ქვეშ ხორციელდება, რადგან თვლიან, რომ თითოეული რელიგია სხვა აღმსარებლობების მიმართ სოლიდარული უნდა იყოს.
„დღევანდელი აქცია,  რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე, საკმაოდ მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ დღეს, როდესაც ჩვენი ქართველი მუსულმანი ძმები აპროტესტებენ საფრანგეთის ტერაქტს, თითოეული არასამთავრობო უნდა გაერთიანდეს და როგორც ძმა ძმას დაუდგება, ისე უნდა დავუდგეთ ჩვენ ერთმანეთს. ამიტომ მივედი აქციაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ პოზიცია გამომეხატა. აქვე მოვუწოდებ სახელმწიფოს, რომ მაქსიმალურად ყურადღება მიაქციოს ქვეყანაში მიმდინარე რელიგიურ დაპირისპირებებს, რომ თავიდან ავიცილოთ რელიგიური შუღლი“, – განაცხადა „პოზიციის” აღმასრულებელმა დირექტორმა გურამ ადამაშვილმა.
მისვე თქმით, ორგანიზაცია მიესალმება სამართალდამცველების მხრიდან ყველა აღმსარებლობის წარმომადგენლის თანაბარუფლებიანად აღქმასა და დაცვის უკვე განხორციელებულ ფაქტებს. „პოზიციაში“ იმედოვნებენ, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები