სკანდალი: რუსმა დეპუტატებმა ევროსაბჭოს შენობიდან საპონი, ტუალეტის ქაღალდი და ნათურები წაიღეს

რუსეთის დელეგაცია ევროსაბჭოში სკანდალში გაეხვა. გამოცემა joinfo.ua-ს ცნობით, რუსმა დეპუტატებმა ევროსაბჭოს შენობიდან საპონი, ტუალეტის ქაღალდი და ნათურები წაიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა უკრაინის სახელმწიფო ეკოინსპექციის პრესმდივნის, იგორ ტიხოლაზის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭომ რუსეთის დელეგაციის მიმართ დაწესებული სანქციები ძალაში აპრილამდე დატოვა. რუსი დეპუტატები იმდენად გაბრაზდნენ, რომ საკუთარი კაბინეტებიდან წაიღეს ყველაფერი, რისი გატანაც შეძლოთ.
უკრაინული გამოცემის ცნობით, ევროსაბჭოს სამდივნოს თანამშრომლები შოკში არიან, რადგან წასვლამდე რუსული დელეგაციის წარმომადგენლებმა კაბინეტებიდან წაიღეს საწერი კალმები, ფანქრები, ფურცლები, სტეპლერები და საქაღალდეები, ასევე მოხსნეს ნათურები. გარდა ამისა, რამდენიმე რუსმა დეპუტატმა საპირფარეშო ოთახიდან ტუალეტის ქაღალდი და საპნის დისპენსერიც კი წაიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები