ხათუნა ხოფერია: 9 წელი ქმნიდნენ „რუსთავი 2“-ზე დაფუძნებულ მედიასაცეცებს…

პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს ეხმაურება. ხათუნა ხოფერია მთლიანად იზიარებს ბიძინა ივანიშვილის იმ მოსაზრებას, რომელიც მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიმართ გამოთქვა.
„სულ რომ არაფერი ეთქვა ივანიშვილს, მარტო ამ მედიამონსტრის მოშორების პერსპექტივა ღირდა 2 წლის ლოდინად!!!!!! 9 წელი ქმნიდნენ „რუსთავი 2“-ზე დაფუძნებულ მედიასაცეცებს… საზოგადოებაზე ზემოქმედების მექანიზმებს, ტყუილის, ნეგატივის, შიშის გავრცელების სქემებს. ეს ყველაფერი დღემდე მუშაობს და ისევ ჩვენს განწყობაზე და ნერვულ სისტემაზე მოქმედებს. კონკურენტული, კარგად გათვლილი და ცივილურია ყველაფერი ის, რაც დღეს გვითხრა და გაგვიზიარა ივანიშვილმა და ჩემთვის ეს საზოგადოებისთვის, მისი გადარჩენისთვის გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია!!!!!! თებერვალი, მარტი……….. და თავისსავე საცეცებში დაიკარგებიან ნაცნარჩენები!!!!!!!!!“, – წერს ხათუნა ხოფერია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ს სიცრუის მანქანა უწოდა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებს ემსახურება და საზოგადოებაში ამჟამინდელი მთავრობის მიმართ უარყოფით პროპაგანდას ეწევა.
მისივე თქმით, იგი ახლო მომავალში ტელეკომპანია GDS -ზე ანალიტიკური გადაცემის მომზადებას აპირებს, სადაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საზოგადოებას სწორ აქცენტებს მიაწვდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები