მეცნიერები: ებოლას ვირუსი მუტაციას განიცდის

მეცნიერების მოსაზრებით, ებოლას ვირუსი მუტაციას განიცდის. საფრანგეთის პასტერის სახელობის ინსტიტუტის სპეციალისტები იკვლევენ, გახდა თუ არა ვირუსი მისი გამოჩენის შემდეგ უფრო საშიში. ცნობისთვის, პირველად დაავადება გასული წლის მარტში სწორედ პასტერის სახელობის ინსტიტუტის მეცნიერებმა დააფიქსირეს.
გვინეაში მეცნიერები დაავადებული ადამიანების სისხლს იკვლევენ და ვირუსის ცვლილებას აკვირდებიან.
„ვიცით, რომ ვირუსი საგრძნობლად იცვლება. ეს მნიშვნელოვანია დაავადების ახალი შემთხვევების დასაფიქსირებლად და მკურნალობის დიაგნოსტიკისთვის“, – განაცხადა მეცნიერმა ანავაჟ საკუნტაბაიმ.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალური მონაცემების თანახმად, ებოლას ვირუსით გვინეაში, სიერა-ლეონეში და ლიბერიაში 8,8 ათასი ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში კი, ვირუსით 22 000 ადამიანი დაავადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები