არჩილ გამზარდია: გასამმაგდა სახელმწიფოს მიერ დახარჯული თანხა მშობიარეზე და ხალხი გონზე არაა

დღეს გასამმაგდა სახელმწიფოს მიერ დახარჯული თანხა მშობიარეზე და ხალხი გონზე არაა, – ამის შესახებ ექსპერტი არჩილ გამზარდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს და ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურს საყვედურობს.
როგორც გამზარდია წერს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმას საკმარისი პრომოუშენი არ აქვს. მისი თქმით, ოთხი წლის წინ, როდესაც მას პირველი შვილი შეეძინა სამშობიაროში, ლუქსის და ექიმის მომსახურება 2500 ლარამდე დაუჯდა, ახლა კი იგივე მომსახურება მაქსიმუმ 1000 ლარამდე თუ დაჯდებოდა.
„დღეს ერთ-ერთი სამშობიაროს ფასებს ვეცნობოდი და ძალიან გაკვირვებული წამოვედი. საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე აკლდება ფასს 500 ლარი (სახელმწიფო იხდის), ხოლო საკეისრო ოპერაციაზე ფასს აკლდება 800 ლარი (სახელმწიფო იხდის)… ასევე დეკრეტული თანხა არის გაზრდილი და 1000 ლარია. მარტივი არითმეტიკით რომ ვიანგარიშოთ, 4 წლის წინანდელთან შედარებით (ჩემი პირველი შვილი რომ დაიბადა), მეორე შვილისათვის სახელმწიფო მშობიარობაზე გასცემს დაახლოებით სამჯერ მეტ თანხას. კონკრეტულად: 4 წლის უკან ჩვენ სახელმწიფო გვაძლევდა 600 ლარს. დღეს სახელმწიფო გვაძლევს 1000 ლარს და, ამას გარდა, მშობიარობას აფინანსებს 500-800 ლარის ფარგლებში. ეს ჯამში სამჯერ აღემატება 4 წლის უკანდელ თანხას. Tamar Bodokia მე კარგად მახსოვს, წინა ხელისუფლების დროს მაშნდელმა პრეზიდენტმა მხოლოდ პოპულისტური მიზნებით თქვა, ორი ათას ლარამდე უნდა გავზარდოთო მშობიარეზე გასაცემი თანხაო და მთელი მედია ამაზე ლაპარაკობდა მაშინ, როდესაც არც კანონში იყო ცვლილება და ახლანდელი მინისტრის მოსვლამდე 600 ლარი რჩებოდა. დღეს გასამმაგდა სახელმწიფოს მიერ დახარჯული თანხა მშობიარეზე და ხალხი გონზე არაა. მიიღეთ “საყვედური” ჩემგან, რომ ამ ამბავს საკმარისი პრომოუშენი არ აქვს. ჩემდა გასაკვირად, მოქალაქის მიერ დასაფინანსებელი მშობიარობის თანხა იცვლება 80 ლარიდან – 420 ლარამდე კლასისა და მომსახურების ხარისხის მიხედვით. ოთხი წლის წინ ლუქსი და აყვანილი ექიმი დამიჯდა 2500 ლარამდე და ახლა იგივე ლუქსი და აყვანილი ექიმი მაქსიმუმ 1000 ლარამდე თუ დამიჯდება“, – წერს გამზარდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები