ემზარ კვიციანი თავდაცვის ყოფილ და მოქმედ მინისტრებს ადანაშაულებს

  პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანი გაზეთ „ალიასთან” ინტერვიუში თავდაცვის მოქმედ მინისტრს ირაკლი ალასანიასა და ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქროუაშვილს ბრალს სდებს. სტატიის თანახმად, 2006 წლამდე კვიციანი ხეობაში გასამხედროებულ რაზმს „მონადირეს” მეთაურობდა. იმავე წლის ივლისში სააკაშვილის ხელისუფლებამ მას იარაღის ჩაბარება და რაზმის დაშლა მოსთხოვა, რის შედეგადაც კვიციანმა ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა.
„2002 წლიდან ჯგუფი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში შევიდა, თუმცა, 2005 წელს ირაკლი ოქრუაშვილმა დაშალა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. ეს გადაწყვეტილება მაშინ ირაკლი ალასანიამაც გააკრიტიკა, რაც ოქრუაშვილთან დაპირისპირების მიზეზი გახდა”, – წერს გამოცემა. შეგახსენებთ, რომ ემზარ კვიციანი 2006 წლის ივლისის ბოლოდან სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით იძებნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები