ირაკლი ფირცხალავა მამუკა არეშიძეს დანაშაულის დაფარვაში ადანაშაულებს
ორგანიზაცია „სამართალდამცველთა დაცვის ლიგის“ ერთ-ერთი დამფუძნებული ექსპერტ მამუკა არეშიძეს პასუხობს. ირაკლი ფირცხალავა არეშიძეს დანაშაულის დაფარვაში ადანაშაულებს და მის დაკითხვას პროკურატურას სთხოვს.
„რას ნიშნავს, დეტალებს არ გაამხელს? პროკურატურა, გამოფხიზლდი, მკვლელის ვინაობა იცის არეშიძემ. სახეზე გვაქვს კლასიკური ნიმუში დანაშაულის დაფარვის და გამოძიებისთვის ხელის შეშლის!“, – წერს ირაკლი ფირცხალავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „კვირას“ პრესკლუბში ვაზაგაშვილის სავარაუდო მკვლელის მიერ საქართველოს დატოვების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ იური ვაზაგაშვილის სავარაუდო მკვლელმა საქართველოს ტერიტორია თურქეთის საზღვრის მეშვეობით დატოვა. მანვე მკვლელობის საქმეში ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლების მონაწილეობაზეც ისაუბრა.
„მე მაქვს ინფორმაცია, რომ იური ვაზაგაშვილის სავარაუდო მკვლელმა საქართველოს ტერიტორია თურქეთის საზღვრის მეშვეობით დატოვა. ჩემთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია ამ მკვლელობის შემკვეთები, ეს ის სიტუაციაა, როცა ზუსტად შემკვეთებისგან, მათი ზემდეტი აქტიურობისაგან და მათი დატოვებული კვალისაგან გაიხსნება ეს საქმე, რომელშიც ძალოვანების მონაწილეობის კვალი იკვეთება, – ყოფილის თუ ახლანდელის, ამას მე ვერ გეტყვით“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.