ნიკა რურუა უჩა ნანუაშვილს “ბოლშევიკ პროკურორს” უწოდებს

კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი ნიკოლოზ რურუა სახალხო დამცველს მიკერძოებაში ადანაშაულებს და მას „ბოლშევიკურ პროკურორად“ მიიჩნევს. ნიკა რურუა აცხადებს, რომ უჩა ნანუაშვილი არა სახალხო დამცველი, არამედ სახელმწიფო ბრალდებელია.
„დღეს ე.წ. “სახალხო დამცველი” უჩა ნანუაშვილის საბოლოო თვითლუსტრაცია მოხდა მისივე ინიციატივით. იგი გადაცემა “არჩევანში” „რუსთავი 2“-ზე საუბრობდა, როგორც ჭეშმარიტი ბოლშევიკი პროკურორი – სახელმწიფო ბრალმდებელი, და არა უფლებადამცველი.
პირადად ჩემთვის, გამართლდა ჩემი ვარაუდი, რომ ის „ფსბ-შნიკი“ და რენეგატია. სხვა შემთხვევაში სრულიად გაუგებარია მისი უკიდურესი მიკერძოება და არაჯანსაღი ინტერესი ლაფანყურის სპეცოპერაციის მიმართ, და დაზეპირებული ფრაზები პიროვნების თავისუფლებისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის წინააღმდეგ, რომელსაც ის გაყინული სახით და სხაპასხუპით იმეორებდა.
ის ძალიან მაგონებს ისააკ ბაბელისეულ ჩეკისტს, რომელსაც ქაქუცა ჩოლოყაშვილი ძალიან შავ დღეს დააწევდა. ის ერთ-ერთი არქეტიპული პერსონაჟია „ოცნების“ მიერ “აღდგენილი ღირსების” – მგლის ყბებით, ვიწრო შუბლით და ინფუზორიის მორალით. ერთი სიტყვით – ჭეშმარიტი ბოლშევიკია“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნიკოლოზ რურუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები