იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები მთავარი პროკურორის მოადგილეს შეხვდნენ
იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრების მოთხოვნით, გარდაცვლილის და და მეუღლე მთავარი პროკურორის მოადგილეს პირისპირ შეხვდნენ. შეხვედრას ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატიც ესწრებოდა. ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურაში რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედება ვაზაგაშვილების ოჯახის წევრების მიმართ არ ჩატარებულა. იური ვაზაგაშვილის დის განცხადებით, პროკურორის მოადგილე მათ დაჰპირდა, რომ საქმეს დროულად გამოიძიებენ.
„ჩვენ გვინდა, რომ საქმე გამოიძიონ დროულად და ობიექტურად. შევხვდით პროკურორის მოადგილეს. ჩვენი სურვილია, რომ ჩემი ძმის საქმეზე ძიება არ გაჭიანურდეს, ისე როგორც ზურა ვაზაგაშვილის საქმეზე. დაგვპირდნენ, რომ ობიექტურად გამოიძიებენ საქმეს და მალე დასრულდება ყველაფერი“, – აღნიშნა გარდაცვლილ იური ვაზაგაშვილის დამ, მანანა ვაზაგაშვილმა.