Facebook-ი: ქსელის გათიშვაში დამნაშავენი არიან ჩვენი ინჟინრები, და არა ჰაკერები
სოციალურ ქსელ Facebook-ის წარმომადგენლების განცხადებით, სერვისის დაზიანების მიზეზი შესაძლოა, ინჟინრების მიერ ჩატარებული სამუშაოები გახდა. ამ განცხადებით Facebook-ის წარმომადგენლებმა ჰაკერების იერიშის ვერსია გამორიცხეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, დაახლოებით 40 წუთით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით Facebook-ი და Instagram-ი გაითიშა. ამ დროისთვის სოციალური ქსელების მუშაობა აღდგენილია.