შლოსბერგი: რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები აღარ მალავენ, რომ უკრაინის ომში მონაწილეობენ

უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუს ჯარისკაცებს კონტრაქტების ხელმოწერას აიძულებენ და უკრაინაში აგზავნიან. შესაბამის ინფორმაციას სამხედროების დედები საზოგადოებრივი უფლებადამცავი ორგანიზაცია „სანქტ-პეტერბურგის ჯარისკაცების დედების“ „ცხელი ხაზის“ მეშვეობით ავრცელებენ. მსგავსი შეტყობინებები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან მოდის.
რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტებმა პარტია „იაბლოკოს“ ფსკოვის რეგიონალური განყოფილების თავმჯდომარეს ლევ შლოსბერგს ჰკითხეს, რა ხდება სინამდვილეში.
პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ რუს ჯარისკაცებს, მართლაც, აგზავნიან უკრაინაში.
„სამწუხაროდ, დღეს შეგვიძლია დიდი მწუხარებით დავასკვნათ, რომ სამხედრო ოპერაცია შეჩერებული კი არ არის, არამედ გაძლიერებულია“, – განაცხადა შლოსბერგმა. მისი განცხადებით, მზადყოფნაშია როგორც ცოცხალი ძალა, ისევე სამხედრო ტექნიკა. „ფაქტობრივად, რუსეთის შეიარაღებული ძალები ამ ომში მონაწილეობას აღარ მალავენ… ოფიციალურ რუსეთს, ამ ქვეყნის მოქალაქეებისგან განსხვავებით, არ აქვს გამიზნული მშვიდობა. მოსახლეობას კი მშვიდობა სურს. რუსეთის ხელისუფლების მიზანი ომია“, – აღნიშნა პოლიტიკოსმა. შლოსბერგის ინფორმაციით, რუსეთის არმიაში თავად ჯარისკაცებს არ სურთ უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლა. „მე ინფორმაცია მაქვს კონტრაქტორების მხრიდან ხელშეკრულებების მასობრივი გაუქმებისა და სამხედრო სამსახურის შეწყვეტის შესახებ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ომში უკრაინის წინააღმდეგ მონაწილეობა არ სურთ“, – აღნიშნა პოლიტიკოსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები