ლავროვი კიევს დონბასში “სამშვიდობო პროცესის ჩაშლაში” ადანაშაულებს

უკრაინის ხელისუფლება დონბასში პრობლემების მოგვარებას ძალის გამოყენებით ცდილობს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ჩვენ კიევის ხელმძღვანელობის მხრიდან სამშვიდობო პროცესის ჩაშლისა და პრობლემის ძალისმიერი გზით ჩახშობის მცდელობას ვხედავთ. ეს მცდელობები უპერსპექტივოა და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მათ სამოქალაქო მოსახლეობაში ახალი მსხვერპლისკენ მივყავართ“, – განაცხადა ლავროვმა.
გარდა ამისა, მინისტრის მოსაზრებით, დონეცკის ოლქში ვითარების გამძაფრება შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების მიზეზად გამოიყენონ.
შეგახსენებთ, რომ ეუთოს მონაცემების თანახმად, მარიუპოლის ტერაქტი იმ პოზიციებიდან განხორციელდა, რომლებიც დონეცკის ოლქში შეიარაღებულმა სეპარატისტებმა დაიკავეს. თავად სეპარატისტები ამას უარყოფენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები