თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

სხვადასხვა სახის არადეკლარირებული საქონლის მოზრდილი პარტიის შემოტანის ფაქტი საბაჟო – გამშვები პუნქტის „თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა გამოავლინეს.
რეისით „შარჯა-თბილისი“ სომხეთის მოქალაქეები ა.ვ. და ე.ა. ჩამოფრინდნენ, რომელთაც დათვალიერების შედეგად დიდი რაოდენობით არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩნდათ. კერძოდ, ა.ვ.-ის ბარგში აღმოჩნდა 3885,43 ლარის ღირებულების შემდეგი საქონელი: მობილური ტელეფონი SAMSUNG GALAXY-ი (ჩინური)– 3ცალი, iPhone 5s (ჩინური) –1 ცალი, iphone 6 (ჩინური) 5ცალი, მეხსიერების ბარათი SANDISK-ი -55 ცალი, მეხსიერების ბარათი (ჩიპი) -150 ცალი, ფოტოაპარატი SAMSUNG-ი – 1ცალი, ფოტოაპარატი CANON-ი –1ცალი.
ე.ა.-ის ბარგში კი შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, კერძოდ: მობილური ტელეფონი SAMSUNG GALAXY-ი (ჩინური) – 3ცალი, iPhone 5s (ჩინური) – 1ცალი, iPhone 6 (ჩინური) -5ცალი, მეხსიერების ბარათი SANDISK-ი -60 ცალი, მეხსიერების ბარათი (ჩიპი) – 149 ცალი, ფოტოაპარატი SAMSUNG-ი – 1ცალი, ფოტოაპარატი CANON-ი – 1 ცალი, ტელევიზორი SAMSUNG-ი – 1ცალი. საქონლის ღირებულებამ 7101,38 ლარი შეადგინა.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ორივე მგზავრს, სანქციის სახით, შეეფარდა ფულადი ჯარიმა, შესაბამისად, 3885,43 ლარისა და 7101,38 ლარის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები