დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

ამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს.
“რესპუბლიკელების” პოტენციური კანდიდატის, 68 წლის დონალდ ტრამპის განცხადებით, ბოლო ხანებში ის სერიოზულად ფიქრობს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს. მისივე თქმით, ერთადერთია, ვისაც შეუძლია ქვეყნის მართვა.
“ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელსაც შეუძლია ამ ქვეყანას ისევ დაუბრუნოს დიდება. სულ ესაა, რაც ვიცი. სხვას არავის შეუძლია ამის გაკეთება”, – განუცხადა ამერიკელმა მილიარდერმა ჟურნალისტებს აიოვაში, “აიოვას თავისუფლების სამიტზე” გამოსვლის შემდეგ.
დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაებმება და არჩევნებში გაიმარჯვებს, შექმნის სამუშაო ადგილებს, დაამარცხებს “ისლამურ სახელმწიფოს”, შეაჩერებს ისლამურ ტერორისტებს, შეამცირებს ბიუჯეტის დეფიციტს და შეაჩერებს ბირთვული იარაღის წარმოებას ირანში.
შეგახსენებთ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წელს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები