მიხა ხელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული გაიმართა

სოფელ ჩარგალში პოეტ მიხა ხელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული გაიმართა. რაზიკაშვილების საგვარეულო სასაფლაოზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან პოეტის თაყვანისმცემლები შეიკრიბნენ.
ამ დღეს უკვე 5 წელია აღნიშნავენ. მოეწყო დოღიც. დოღში გამარჯვებულებს პოეტის წიგნი გადასცეს.
„ყველა ჩვენნაირად აღვნიშნავთ, ისე, როგორც შეგვიძლია. მიხა ხელაშვილი ყველას წინაპარია. მისი მსგავსი ადამიანების ნიჭმა გადაგვარჩინა, მიხა ხელაშვილისნაირების გმირობამ მოგვიყვანა აქამდე. ხალხის აქ მოსვლა ნიშნავს, რომ ჩვენ შემდგომ თაობას გადავცემთ დღემდე მოტანილ ნიჭსა და გმირულ ისტორიას“, – ამბობენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები