პოროშენკო რუსეთს სანქციებს უწესებს

მარიუპოლის სარაკეტო იერიშების შემდეგ, კიევი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აპირებს. ამის შესახებ პეტრე პოროშენკომ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან ტელეფონით საუბრისას განაცხადა, მანამდე კი ინიციატივა უშიშროების საბჭოსთან შეათანხმა.
„უკრაინა ისევ მხარს უჭერს საკითხის მშვიდობიანად გადაჭრას და მტკიცედ იცავს მინსკის შეთანხმებას. ჩვენი პრიორიტეტია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვა, უკრაინელი ტყვეების გათავისუფლება, რუსეთთან საზღვრის დახურვა და უცხო ქვეყნის ჯარების უცხო ტერიტორიიდან გაყვანა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.
ხვალ უმაღლესი რადა დონბასში განვითარებული მოვლენების განხილვას გეგმავს. ქვეყნის დასავლეთში კი ორმხრივი სროლა ისევ არ წყდება. ეუთოს მონიტორინგის მისია კი ადასტურებს, რომ სარაკეტო იერიშები მეამბოხეების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან განხორციელდა. მარიუპოლში დაღუპულებს გუშინ კიევის ცენტრში მიაგეს პატივი. ცნობილი ხდება, რომ კიევი, კონტრტერორისტული ოპერაციის გაძლიერების მიზნით, დონბასში სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციას ქმნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები