საბერძნეთის არჩევნებში მემარცხენე – რადიკალურმა პარტია „სირიზამ“ გაიმარჯვა
საბერძნეთის არჩევნებში მემარცხენე – რადიკალურმა პარტია „სირიზამ“ გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 36 პროცენტი მიიღო, – წერს „ბი-ბი-სი“. ეს მონაცემები საერთო ხმების 75 პროცენტის შედეგია. გავრცელებული ინფორმაციით, „სირიზას“ ახალ პარლამენტში 149-ე ადგილი ექნება(ეს ადგილების საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარია).
„სირიზას“ შემდეგ მეორე ადგილს მემარჯვენე პარტია „ახალი დემოკრატია“ იკავებს. მან ხმების 23-27 პროცენტი მიიღო. მესამე ადგილი კი, მემარჯვენე – რადიკალურ პარტიას „ოქროს განთიადს“ ერგო.
იმ შემთხვევაში, თუ პარტია„სირიზა“ 300 ადგილიდან 151-ზე ნაკლებს მიიღებს, მას კოალიციის შექმნა მოუწევს.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ანტონის სამარასმა დამარცხება აღიარა და პარტია „სირიზას“ ლიდერს ალექსის ციპრასს გამარჯვება მიულოცა. ალექსის ციპრასმა უკვე განაცხადა, რომ მკაცრი ეკონომიკის პოლიტიკა, რომელიც ბრიუსელის ზეწოლით საბერძნეთის წინა ხელისუფლება ატარებდა, დასრულდება.