მარიუპოლში ვითარების დაძაბვაში ამერიკა რუსეთს ადანაშაულებს

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციაში რუსეთს ადანაშაულებს.

22222222222„ჩვენ არანაირად არ ვართ დაინტერესებულები რუსეთის დასუსტებაში, ან მისი ეკონომიკის დანგრევაში. ჩვენ გვსურს (როგორც მე, ასევე ყოველ ქვეყანას), რომ ერთი ძირითადი პრინციპი შესრულდეს: დიდი სახელმწიფოები არ მანიპულირებენ პატარა ქვეყნებით“, – განაცხადა ობამამ. პრეზიდენტის თქმით, ის „რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას“ გეგმავს და „შეიარაღებული კონფრონტაციის გარდა ყველა დამატებით ვარიანტს განიხილავს“. თავის მხრივ, აშშ-ს სენატის დემოკრატიულ ფრაქციაში მეორე პირმა სენატორმა დიკ დურბინმა უკრაინას ლეტალური სამხედრო დახმარების მიწოდებისკენ მოუწოდა. „უკრაინაში სისხლისღვრის გაძლიერებით, უდანაშაულო ადამიანების დახოცვით და კიდევ უფრო დიდი ტერიტორიის დაპყრობით პუტინი გვცდის და დარწმუნებულია, რომ ჩვენ მზადყოფნას ჩაახშობს. მას ეს არ გამოუვა“, – აღნიშნა დურბინმა.

შეგახსენებთ, მარიუპოლის მარცხენა სანაპიროზე “გრადის” ტიპის ყუმბარმტყორცით განხორციელებული აფეთქებების შედეგად 30-მდე ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რაოდენობა კი 45-ს აღწევს.

“დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” “ბოევიკებმა” ცეცხლი გაუხსნეს მარიუპოლის დასახლებულ კვარტალს მაშინ, როცა ზუსტად იცოდნენ, რომ ამ კვარტლებში უკრაინელი სამხედროები არ იყვნენ“,-აღნიშნულია დონეცკის ოლქის პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებაში.

უკრაინის აღმოსავლეთით, “ბოევიკების” მიერ მარიუპოლის დაბომბვას უკრაინულმა მხარემ ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები