ირაკლი ღარიბაშვილი: ზურა ვაზაგაშვილის საქმე მალე გაიხსნება

  სამების საკათედრო ტაძარში იური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მივიდა და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე მალე გაიხსნება. პრემიერის განცხადებით, ის იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გამოძების მიმდინარეობასთან დაკავშირებით დღეს შუალედურ ანგარიშს მოისმენს.
„მინდა შევპირდე საზოგადოებას, რომ ეს საქმე გაიხსნება ძლიან მალე, ვგულისხმობ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეს. ის თითქმის ბოლომდე იყო მიყვანილი და ამას წინ ვერავინ და ვერაფერი აღუდგება, სიმართლე გაირკვევა. რაც შეეხება ბატონი იურის ამ საზარელი მკვლელობის საქმეს, სამართალდამცველები არიან მობილიზებული, მიმდინარეობს აქტიური გამოძიება. მე დღეს მექნება შეხვედრა, შუალედური ანგარიში მინდა რომ მოვისმინო გამოძების მიმდინარეობის შესახებ. მინდა დავარწმუნო ყველა, რომ ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ყველაფერი იყოს გარკვეული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები