ვახტანგ გომელაური: თუ პრემიერი გადაწყვეტს, რომ მე ვიყო მინისტრი, ამას თავად იტყვის
თუ პრემიერი გადაწყვეტს, რომ მე ვიყო მინისტრი, ამას თავად იტყვის, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. გომელაურს მინისტრის თანამდებობაზე მის დანიშვნასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრთან საუბარი არ ჰქონია.
“მე ახლა ვასრულებ მოვალეობას, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე ყველა სამინისტროში. მაშინაც ასე იყო, როცა მინისტრი ტოვებდა ქვეყანას, მე ვასრულებდი მის მოვალეობას. თუ პრემიერი გადაწყვეტს, რომ მე ვიყო მინისტრი, ან სხვა პირი, როცა ჩამოვა, ამას თავად იტყვის. კონსულტაციები გვექნება ალბათ”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.