ანგელა მერკელი საბერძნეთს ევროკავშირში დარჩენისკენ მოუწოდებს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საბერძნეთს ევროკავშირში დარჩენისკენ მოუწოდებს. მას იმედი აქვს, რომ ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ ფონს საბერძნეთი მალე დაძლევს – ამის შესახებ ანგელა მერკელმა განცხადება ფლორენიციაში, იტალიის პრემიერ-მინისტრთან მატეო რენცთან შეხვედრის დროს გააკეთა.
“მსურს, რომ საბერძნეთი, ქვეყანაში არსებული რთული მდგომარეობის მიუხედავად, მაინც ევროკავშირის ნაწილი, ანუ ჩვენი ნაწილიც”,-აცხადებს მერკელი.
როგორც უცხოური სააგენტო webview-ი იუწყება, ფლორენციაში გამართულ შეხვედრაზე,გერმანიისა და იტალიის ლიდერებმა საბერძნეთში ახლად ჩატარებული არჩევნებიც განიხილეს და მას დადებითი შეაფასება მისცეს. “საბერძნეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებზე არ ვღელავდი,რადგანაც პატივს ვცემ ბერძენი მოქალაქეების არჩევანს და ვინც არ უნდა იყოს გამარჯვებული, მასთან ჩვენ აუცილებლად გვექნება დიალოგი,”- აცხადებს რენცი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები