მარიუპოლში განხორციელებული თავდასხმის დროს 10 ადამიანი დაიღუპა

მარიუპოლის მარცხენა სანაპიროზე განხორციელებულ თავდასხმას სულ მცირე 10 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო “Unian.net”-ი იუწყება, უკრაინულმა მხარემ, მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სამხედრო დანაყოფებს დააკისრა. მათი თქმით, აღნიშნული ფაქტი დონეცკის მორიგი პროვოკაციაა. რაც შეეხება დონეცკის ე.წ. რესპუბლიკას, მისი ლიდერი ალექსანდრე ზახარჩენკო ამბობს, რომ მარიუპოლში მსგავსი აფეთქების ჩასადენად, დონეცკს საკმარისი რესურსი არ გააჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები