ლუგანსკის „რესპუბლიკის“ დაბა ტიმჩუკში ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობა ევაკუაციას ითხოვს

ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დაბა ტიმჩუკში, მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობა სასწრაფო ევაკუაციას ითხოვს. როგორც საინფორმაციო სააგენტო “Unian.net” იუწყება, ორმხრივი სროლა დაბაში მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული დაბა სეპარატისტებმა გათბობის, წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დატოვეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერმა ალექსანდრე ზახარჩენკომ განაცხადა, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც დონეცკის, ან ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების დატოვებას შეეცდებოდა, საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩებოდა.

10953001_1537190096532562_1891269974_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები