ალექსანდრე ზახარჩენკო: დონეცკს მარიუპოლზე თავდასხმისთვის საკმარისი რესურსი არ ჰქონდა

დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერი ალექსანდრე ზახარჩენკო აცხადებს, რომ დონეცკის სამხედრო დანაყოფებს მარიუპოლზე თავდასხმის განსახორციელებლად საკმარისი რესურსი არ ჰქონდათ – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ამავე წყაროს ინფორმაციით, ზახარჩენკო პასუხისმგებლობას უკრაინულ მხარეს აკისრებს და ამბობს, რომ აღნიშნული ტერაქტი სეპარატისტებმა მოაწყეს, რადგანაც ცეცხლი “ძველი ყირიმის” რაიონიდან გახსნეს.
“ჩვენს შეიარაღებულ ძალებს მარიუპოლში ცეცხლის გახსნისთვის შესაბამისი არტილერია არ აქვთ. გარდა ამისა, შეტაკებების ეპიცენტრი ჩვენი სამხედროების ადგილმდებარეობიდან ძალიან შორს არის. ყუმბართმტყორცნები “ძველი ყირიმის” რაიონიდან ისროლეს. სწორედ იქ არიან განლაგებული უკრაინის სამხედროები. აღნიშნული ტერაქტი მათ მიერ მოწყობილი პროვოკაციაა” , -აღნიშნავს ზახარჩენკო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები