სეპარატისტებმა დონეცკის ოლქის სოფელი კრასნი პარტიზანი დაიკავეს

აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება კვლავ დაძაბულია. “ბოევიკები” უტევენ მარიუპოლს – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ამავე წყაროს ინფორმაციით, ქალაქის მარცხენა სანაპირო ცეცხლშია გახვეული, დამწვარია საცხოვრებელი სახლები, ცეცხლი უკიდიათ მანქანებს.
უკრაინული მედიის ცნობით, ამ დრომდე უცნობია ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ.
ბოლო ინფორმაციით, სეპარატისტებმა დონეცკის ოლქის სოფელი კრასნი პარტიზანი დაიკავეს. უკიდურესად რთული ვითარებაა ქალაქ დებელცოვოშიც, რომელსაც მოსახლეობა ტოვებს.
უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, სეპარატისტები ძალთა მობილიზებას ახდენენ იასნოვატის რაიონში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები