საბერძნეთი მორიგი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება

საბერძნეთში დუმილის დღეა. ქვეყანა მორიგი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. არჩევნები ხვალ გაიმართება. საბერძნეთის პრემიერ–მინისტრმა ანტონის სამარასმა ამომრჩეველს მოუწოდა, წყალში არ გადაყარონ ის ძალისხმევა, რომელიც მოსახლეობამ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის პერიოდში გაიღო.
სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, არჩევნებში გამარჯვებას ოპოზიციურ მემარცხენე პარტიას უწინასწარმეტყველებენ. ამ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული საბერძნეთმა ევროზონა დატოვოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები