უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ორ დასახლებულ პუნქტში 50-ზე მეტი ტერორისტი გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტებში, ოპიტნოესა და ვოდიანოეში “ბოევიკების” ბატალიონი და მათი სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს. ინფრომაციას “უნიანი” უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა 50-ზე მეტი ტერორისტი გაანადგურეს, 5 ტყვედ აიყვანეს, მათ ხელთ მოხვდა 2 ჯავშანმანქანა და მოწინააღმდეგის საარტილერიო შეიარაღება. განადგურებულია 4 ტანკი, საავტომობილო ტექნიკა და ტერორისტთა საბრძოლო მასალები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები