„ტიტანიკის“ მგზავრის წერილი ბოსტონის აუქციონზე 11 875 აშშ დოლარად გაიყიდა

„ტიტანიკის“ გადარჩენილი მგზავრი ქალბატონის წერილი ბოსტონში გამართულ აუქციონზე 11 875 აშშ დოლარად გაიყიდა. ამ ინფორმაციას „Boston Herald“-ი ავრცელებს. წერილი 1912 წლის მაისში იმ დროის გამოჩენილმა დიზაინერმა ლიუსი დაფ გორდონმა დაწერა.
„ასე მგონია ჩვენ არასწორად მოვიქეცით, როდესაც გადავრჩით. განა ეს აღმაშფოთებელი არ არის?“ – წერდა ლიუსი.
ლუსი დაფ გორდონი, ერთ-ერთია იმ მგზავრთა შორის, ვინც ხომალდის ტრაგედიისას თავის გადარჩენა მოახერხა. არსებული ინფორმაციით, ნავზე, რომლითაც ლიუსიმ და მისმა ქმარმა თავის გადარჩენა მოახერხეს, მხოლოდ 12 ადამიანი იმყოფებოდა. რეალურად კი ეს ნავი 40 ადამიანზე იყო განკუთვნილი. ცოლ-ქმარი თავის დროზე დაადანაშაულეს იმ მოტივით, რომ მათ სამაშველო ნავის ეკიპაჟი მოისყიდეს, რათა სხვა გადარჩენილ მგზავრებს არ დალოდებოდნენ. ლიუსის წერილის ტექსტი სწორედ ამ ფაქტით არის განპირობებული. წყვილს ბრალდება არ დაუმტკიცდა და ისინი უდანაშაულოდ ცნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები