„ყირიმი უკრაინაა“ – აქცია სიმფეროპოლში

  სიმფეროპოლში, პარლამენტის შენობასთან დაპირისპირება მოხდა. ისმოდა სროლის ხმაც. ინციდენტამდე ყირიმელმა თათრებმა მრავალათასიანი მიტინგი გამართეს. აქციაზე ყირიმელ თათრებს პრორუსული აქტივისტები დაუპირისპირდნენ, რომლებიც ყირიმის რუსეთთან შეერთებას ითხოვენ. თუმცა, ყირიმელმა თათრებმა რუსი ნაციონალისტების აქცია შეავიწროვეს. ისმოდა აფეთქებების ხმაც. აქციის მონაწილეები სკანდირებენ – “ყირიმი უკრაინაა”. ამასთან, ყირიმის უმაღლესმა რადამ განაცხადა, რომ ყირიმის რადა არ განიხილავს უკრაინის შემადგენლობიდან გამოყოფის საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები