პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმეზე სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმეზე სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მეგის ქარდავა პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის ეპიზოდში უდანაშაულოდ ცნო.
პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წლის 19 სექტემბერს დააკავეს. 25 სექტემბერს კი იგი გლდანის ციხეში გარდაიცვალა. სერგო თეთრაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 2011 წლის სექტემბერში დაიწყო, რომელიც 2011 წლის 31 დეკემბერს, მისი გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით, დანაშაულის არ არსებობის გამო შეწყდა. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად მაშინ გულის შეტევა დასახელდა. 2012 წლის 14 ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გააუქმა თეთრაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შეწყვეტის დადგენილება და მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა განაახლა გამოძიება.
გამოძიების ინფორმაციით, თეთრაძე წამების შედეგად გარდაიცვალა. გამოძიებას გამოეყო ცალკე სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებში ორ პატიმარს ბრალად წარედგინა თეთრაძის მიმართ წამების მიზნით სექსუალური ძალადობა. ორივე მათგანს სასამართლოს გადაწყვეტილებით 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ხვალ პროცესი სააპელაციო სასამართლოში 12:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები